среда, 18 декабря 2013 г.

სასწავლო პროექტი - რეალიზმი და ქართველი მწერლები

პროექტის სახელწოდებ: რეალიზმი და ქართველი მწერლები.
პროექტის თემა: ალექსანდრე ყაზბეგის ესთეტიკური შეხედულებები და პრინციპები
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან „ხევის ბეთხოვენის“ ცხოვრებასა და   შემოქმედებას, გაიღრმავებენ ცოდნას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურის შესახებ. მოხევეთა ცხოვრება და ყოფა დააფიქრებს მათ ისეთ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორიცაა: მეგობრობა, სიყვარული, პატრიოტიზმი, მოვალეობა.  
პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები, შეისწავლიან მოხევეთა ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებს, მოიკვლევენ ფოტო და ვიდეო გადაღებებს, შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას.
მოსწავლეთა ასაკი_ 15-16 წელი.
ვადები: 1თვე.
მოსალოდნეი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურაში,გაუჩნდებათ სურვილი, გამოიკვლიონ სხვა მასალები, (რომლებშიც  ასახული იქნება მოხევეთა ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები.) შესწავლილი და მოკვლეული მასალა სასარგებლო რესურსი იქნება ალექანდრე ყაზბეგის მოღვაწეობით დაინტერესებულ პირთათვის.მოსწავლეები შეადგენენ ელექტრონულ წიგნს , რომელშიაც ასახული იქნება ალექსანდრე ყაზბეგის ბავშვობა, ყრმობა, მეცხვარეობის პერიდი,რუსეთში გატარებული წლები, სიცოცხლის ბოლო პერიოდი, მთიელ ხალხთა ტრადიციების ამსახველი დოკუმენტური ფილმებიდან ამოღებული საინტერესო, ტრადიციული ფოტო-ვიდეო მასალები.
პროექტის მსვლელობა: I აქტივობა
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები გამოკვეთენ პრობლემას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მასწავლებელი მიუთითებს ინფორმაციის წყაროებს(ინტერნეტი, ვიდეო-ფოტო მასალები, ბიბლიოთეკა) აკავშირებს მათ შესაბამის ადამიანებთან.
                                                 IIაქტივობა
ფუნქციების განაწილება. მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად.პირველი ჯგუფი მუშაობს ინფორმაციის მოძიებაზე ინტერნეტის საშუალებით.მეორე ჯგუფი მუშაობს ბიბლიოთეკაში.ეცნობა იმდროინდელ პერიოდიკას, მთის ხალხთა ტრადიციებს. მესამე ჯგუფი აგროვებს ალექსანდრე ყაზბეგის მოღვაწეობის ამსახველ ფოტო მასალებს.
                                                 IIIაქტივობა
მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში განიხილავენ მოძიებულ მასალას და ანგარიშს აბარებენ მასწავლებელს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: XI.3, 7, 13, 16 მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოძებნა,ამოცნობა და ქრონოლოგიურად დალაგება, შეუძლია წყაროების მოძიება,დამუშავება და კრიტიკულად შეფასება.
პროქტის ხელმძღვანელი: ირმა ოდიშარია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  irmaodisharia50@gmail.com