пятница, 3 июля 2015 г.

ინტელის პროექტი

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!"

პროექტზე მუშაობისას დავგეგმეთ, როგორ გვემუშავა, რა მასალა და ტექნიკური საშუალებები გამოგვეყენებია.
       გავიაზრეთ    პროექტის მნიშვნელობა და თემის აქტუალობა, რამდენად აქტუალურია დღესაც ემიგრაციის პრობლემა
      დავგეგმეთ,როგორ დაგვეწყო პროექტზე მუშაობა: სტსნდარტების განსაზღვრა, მიზნების შემუშავება, მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების დამუშავება.
       განვიხილეთ პრეზენტაციის მომზადების მეთოდები  ჩვენს სასწავლო პროექტზე. ჩავწერეთ    მოკლე აღწერა სამუშაო ვერსიის სახით, დავსვით საკვანძო კითხვები, რისი სწავლა გვსურს, როგორ დაგვეხმარება  თემის დამუშავება მიზნის მიღწევაში. როგორ დაეხმარება  მოსწავლეებს პროექტზე დაფუძნებული სწავლება.
        ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის სქემაზე. რა სტრატეგიებს გამოვიყენებ,   როგორ მიაღწიეს დასახულ    მიზნებს.
         პროექტის შედეგი დავდეთ ჩვენს ბლოგზე.
        პროექტზე მუშაობამ, დამოუკიდებელი მუშაობის, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, ურთიერთთანამშრომლობის, ტექნოლოგიების გამოყენების, ინტერნეტ-ძიების უნარ-ჩვევები  გამოუმუშავა    მოსწავლეებს,     უფრო ღრმად შეისწავლეს და მეტი ცოდნა შეიძინეს პროექტის მსვლელობისას მოცემულ საკითხზე.  
        მე, როგორც მასწავლებელმა, მეტი   ცოდნა- გამოცდილება მივიღე მოსწავლეებთან თანამშრომლობითა და პროექტზე მუშაობით.       


среда, 18 декабря 2013 г.

სასწავლო პროექტი - რეალიზმი და ქართველი მწერლები

პროექტის სახელწოდებ: რეალიზმი და ქართველი მწერლები.
პროექტის თემა: ალექსანდრე ყაზბეგის ესთეტიკური შეხედულებები და პრინციპები
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან „ხევის ბეთხოვენის“ ცხოვრებასა და   შემოქმედებას, გაიღრმავებენ ცოდნას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურის შესახებ. მოხევეთა ცხოვრება და ყოფა დააფიქრებს მათ ისეთ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორიცაა: მეგობრობა, სიყვარული, პატრიოტიზმი, მოვალეობა.  
პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები, შეისწავლიან მოხევეთა ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებს, მოიკვლევენ ფოტო და ვიდეო გადაღებებს, შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას.
მოსწავლეთა ასაკი_ 15-16 წელი.
ვადები: 1თვე.
მოსალოდნეი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურაში,გაუჩნდებათ სურვილი, გამოიკვლიონ სხვა მასალები, (რომლებშიც  ასახული იქნება მოხევეთა ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები.) შესწავლილი და მოკვლეული მასალა სასარგებლო რესურსი იქნება ალექანდრე ყაზბეგის მოღვაწეობით დაინტერესებულ პირთათვის.მოსწავლეები შეადგენენ ელექტრონულ წიგნს , რომელშიაც ასახული იქნება ალექსანდრე ყაზბეგის ბავშვობა, ყრმობა, მეცხვარეობის პერიდი,რუსეთში გატარებული წლები, სიცოცხლის ბოლო პერიოდი, მთიელ ხალხთა ტრადიციების ამსახველი დოკუმენტური ფილმებიდან ამოღებული საინტერესო, ტრადიციული ფოტო-ვიდეო მასალები.
პროექტის მსვლელობა: I აქტივობა
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები გამოკვეთენ პრობლემას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მასწავლებელი მიუთითებს ინფორმაციის წყაროებს(ინტერნეტი, ვიდეო-ფოტო მასალები, ბიბლიოთეკა) აკავშირებს მათ შესაბამის ადამიანებთან.
                                                 IIაქტივობა
ფუნქციების განაწილება. მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად.პირველი ჯგუფი მუშაობს ინფორმაციის მოძიებაზე ინტერნეტის საშუალებით.მეორე ჯგუფი მუშაობს ბიბლიოთეკაში.ეცნობა იმდროინდელ პერიოდიკას, მთის ხალხთა ტრადიციებს. მესამე ჯგუფი აგროვებს ალექსანდრე ყაზბეგის მოღვაწეობის ამსახველ ფოტო მასალებს.
                                                 IIIაქტივობა
მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში განიხილავენ მოძიებულ მასალას და ანგარიშს აბარებენ მასწავლებელს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: XI.3, 7, 13, 16 მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოძებნა,ამოცნობა და ქრონოლოგიურად დალაგება, შეუძლია წყაროების მოძიება,დამუშავება და კრიტიკულად შეფასება.
პროქტის ხელმძღვანელი: ირმა ოდიშარია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  irmaodisharia50@gmail.com